უმცროსი გრაფიკული დიზაინერი

თბილისი სრული განაკვეთი ალმა
მივლინება: არა
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი
კომპანია „ალმა“  საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფ  “ვისოლის” შვილობილი კომპანიაა.
კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროა, გარე რეკლამის განთავსება თბილისისა და საქართველოს მასშტაბით.
შპს „ალმას“ - აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიიის სარეკლამო-საინფორმაციო მასალებისთვის(ბილბორდი,სტიკერი და ა.შ.) დიზაინის შექმნა
  • გრაფიკული დიზაინების შექმნა Facebook და სხვა სოციალური ქსელებისთვის
  • გრაფიკული მასალების შექმნა ვებსაიტისთვის

ძირითადი მოთხოვნები:
  • გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა(Adobe Photoshop,Adobe Illustrator)
  • სასურველია უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია გრაფიკის, დიზაინის მიმართულებით)
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ამ სფეროში
  • კრეატიული აზროვნება
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა
  • სწრაფი და სწორი რეაგირების უნარი;
  • დროის ეფექტური გამოყენების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა,პუნქტუალურობა,კომუნიკაბელურობა;

შპს „ალმა“ გთავაზობთ:
  • კორპორატიული ნომერს;
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას

სამუშაო გრაფიკი:ორშაბათი/პარასკევი: 10:00-18:00
ანაზღაურება: სამუშაო გამოცდილების მიხედვით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე PDF ფორმატში (აუცილებელია)  და ასევე ნამუშევრის რამოდენიმე ნიმუში ბმულის სახით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@alma.ge .

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა  5 იანვრის ჩათვლით