HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი დეველოპერული კომპანიისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- ციფრული მარკეტინგის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შექმნა გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტთან ერთად;
- საძიებო სისტემების კამპანიების მართვა; კონვერსიის ზრდაზე ზრუნვა;
- იმეილ კამპანიების წარმოება - წინასწარ გაწერილი კონტენტითა და დიზაინით შესაბამის თარგეთზე გაგზავნა; ვებგვერდის მართვა, მისი განვითარებისთვის საჭირო პროექტებში ჩართულობა (განსაკუთრებით გამართული ოპტიმიზაციის უზრუნველყოფა);
- ვებ გვერდზე გარკვეული ცვლილებების შეტანა : აქციების განთავსება, პროექტების შესახებ ინფორმაციის ცვლილება და ა.შ.
- ციფრული სარეკლამო კამპანიების მომზადება, მართვა და ოპტიმიზაცია
- სოციალური მედიის პლატფორმების განვითარების გეგმის შემუშავებასა და აღსრულებაში მონაწილეობის მიღება; ციფრული არხების ანალიტიკა და რეპორტების მომზადება, შედეგების მიხედვით რეკომენდაციების მომზადება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
- კონტენტ მენეჯერისა და დიზაინერისთვის კონკრეტული საჭირო დირექტივების მიცემა, შემდგომში სარეკლამოდ განსათავსებელი ეფექტური კონტენტის შესაქმნელად (რადგან ყველა კონტენტი მორგებული იყოს მის მიზნებზე);
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, PR-ის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- აუცილებელია დეველოპერულ კომპანიაში ან დეველოპერულ პროექტებზე ციფრული მარკეტინგის მენეჯერად ან ფრილანსად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია სოციალური მედია პლატფორმების, გვერდების მართვის გამოცდილება;
- აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
5 სამუშაო დღე (10:00-18:00);
სამედიცინო დაზღვევა;
ბონუსი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას მეილზე: recruitment14@hh.ge