საწყობის მენეჯერი

ყაზბეგი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა, საწყობი, საწყობის თანამშრომელი ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)

HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ყაზბეგში, ჰესისთვის


ძირითადი მოვალეობები:

  • საჭირო ნაწილების და ხელსაწყოების  საწყობის ნაშთების ყოველდღიური აღრიცხვა, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • პროდუქციის ყოველდღიური გაცემის კონტროლი;
  • პროდუქციის გაცემის შემდეგ ბუღალტერიასთან ყოველდღიური შედარების წარმოება როგორც რეალიზებულ ასევე ფაქტიურად საწყობში არსებულ რაოდენობებზე;
  • პროდუქციის გაცემა წარმოების თარიღების მიხედვით;
  • საწყობში არსებული ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
  • საწყობის მარაგების ყოველთვიური აუდიტი და რეპორტინგი.


ძირითადი მოთხოვნები:

  • 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საწყობის მენეჯერის ან საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე;
  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
  • MS Office-ის ცოდნა


დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო განრიგი: 09:00 - 18:00, 2 კვირა მუშაობთ/შემდეგი 2 კვირა ისვენებთ;
  • სამუშაო ადგილი: ყაზბეგი, დარიალი;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კომპანიის მობილური ტელეფონი და სატელეფონო ლიმიტი;
  • საკუთარი ავტომობილით გადაადგილების შემთხვევაში, საწვავის ლიმიტი დაფინანსებული იქნება კომპანიის მიერ;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფა


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ მეილზე: recruitment24@hh.ge