მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)
კომპანია „არქი“,  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერს და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

აუცილებელია ავტომობილის ფლობა

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის ოფისებში ტექნიკური გაუმართაობების იდენტიფიკაცია და ხარვეზის აღმოფხვრის ორგანიზება;  
  • თანამშრომლების სამუშაო სივრცით უზრუნველყოფა  - სამუშაო ოთახის კეთილმოწყობა საოფისე ავეჯითა და საოფისე ტექნიკით;
  • სავენტილაციო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; 
  • მცირე და მასშტაბური სარემონტო სამუშაოების ორგანიზება და მართვა; 
  • თანამშრომლების მომარაგება სხვადასხვა სახის საკანცელარიო/საოფისე ინვენტარით;  
  • სახარჯი მასალებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა და თანამშრომლებისთვის დროებით კუთვნილებაში გადაცემა; 
  • დადგენილი პერიოდულობით ინვენტარიზაციის ჩატარება და ნაშთების იდენტიფიკაცია; 
  • საწყობში ინვენტარის განთავსებისა და საწყობის მოძრაობის აღრიცხვის პროცესის მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია Microsoft Office-ის ცოდნა.

უნარები და მახასიათებლები:
  • პროცესების მართვის უნარი;
  • პრობლემების სწრაფად და ეფექტიანად გადაჭრის უნარი.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 



გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე