იურისტი

თბილისი სრული განაკვეთი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი ჭიტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული: იურისტი
კომპანია „ჭიტა“ 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და უფერადებს ბავშვებს გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით,მომსახურე პერსონალი კი კეთილგანწობით
ჩვენთან ფერადი და ღიმილიანი გარემო დაგხვდებათ , ასეთივე თბილ და ხალიასიან თანამშრომლებს ვიწვევთ ჩვენს გუნდში სამუშაოდ.

კომპანია „ჭიტა“იწვევს მოტივირებულ და ენერგიულ გუნდის წევრს იურისტის თანამდებობაზე

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი; აღმაშენებლის ხეივანი # 19;
სამუშაო გრაფიკი: 11:00 -18:30 ; 5/2 ან 4/3
ხელფასი: შეთანხმებით;

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სამართლებრივი დოკუმენტაციის: ხელშეკრულებების, ბრძანებების, სარჩელების, საჩივრების, ოქმების, კორესპონდენციის, განცხადებების და სხვა დოკუმენტების შედგენა/განხილვა; კრების ოქმების, წესდებების მომზადება, მათში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულებებისა და კომპანიის მიერ გამოსაცემი შიდა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, სამართლებრივი კუთხით შემოწმება;
  • კომპანიის კორპორაციული დოკუმენტაციის მომზადება, შეფასება, ანალიზი;
  • კომპანიის თანამშრომლებისათვის იურიდიულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა;
  • სამართლებრივად საპრეტენზიო და სადავო საკითხების მოგვარების უზურნველყოფა;
  • ვიტრინებთან, აბრებთან, ობიექტების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვება, მერიის არქიტექტურის, ქონების მართვის, კეთილმოწყობის და სხვა შესაბამის სამსახურებში;
  • ქალაქ თბილისის იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრში და სხვა შესაბამის სამსახურებში წარმომადგენელობა, ხელშეკრულების და მსგავსი დოკუმენტების რეგისტრაცია, ცვლილება, ინფორმაციის გამოთხოვა;
  • ხელშეკრულებების მომზადება - იჯარა, ბარტერი, რეკლამა, ბრენდები, ნასყიდობა, ქონების, ტვირთის, ავტომობილების და საქონლის მარაგების დაზღვევის ხელშეკრულებები და სხვა;
  • პრეტენზიის, საჩივრის, თხოვნის და მსგავსი წერილების მომზადება;
  • ხელშეკრულებების ინგლისურ ენაზე მომზადება და განხილვა;
  • კომპანიასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვა;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება;
  • საკანონმდებლო ცვლილებებზე დროული რეაგირება და მენეჯმენტთან კომუნიკაცია;
  • იურიდიული დოკუმენტაციის რეესტრის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 5 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
  • MS Office ცოდნა;
  • უცხო ენების ფლობა:ინგლისური/რუსული (მაღალ დონეზე)

უნარები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • აქტიური რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დამატებითი ინფორმაცია
  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან;
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;

დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზანონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე : hr@chita.ge 1 იანვრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
კომპანია "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!