ფინანსური მენეჯერი
თარიღები: 03 დეკ - 01 იან 2025
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსური მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@chita.ge
კომპანია „ჭიტა“ 28 წელია წარმატებით მოღვაწეობს   ქართულ  ბაზარზე და უფერადებს  ბავშვებს   გარემოს, პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით,მომსახურე პერსონალი კი კეთილგანწობით.  
კომპანია „ჭიტა“იწვევს  მოტივირებულ და  ენერგიულ გუნდის წევრს ფინანსური მენეჯერის  თანამდებობაზე: 
  
სამუშაო პირობები:  
  • სამუშაო ადგილი: თბილისი; დიღომი;აღმაშენებლის ხეივანი #19; 
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 
  • სამუშაო საათები 09:30 – 18:30; 
  • ანაზღაურება: შეთანხმებით;  
  • ბენეფიტები: დაზღვევა,  ფიტპასი; 

ძირითადი მოვალეობები: 
  • ორგანიზაციის ფინანსების ადმინისტრირება და მართვა, საბრუნავი საშუალებების კონტროლი; 
  • ფინანსური უწყისის წარმოება (მოგება-ზარალი, თანხის მოძრაობა; ბალანსი) 
  • ფინანსური რეპორტინგის წარმოება და წარდგენა შეთანხმებულ ვადაში 
  • კომპეტენციის ფარგლებში ფინანსურ პროცესებში სიახლეების (ტექნიკური, ორგანიზაციული, ადმინისტრაციული და სხვა) ინიცირება 
  • არსებული ფინანსური მდგომარეობის სწორი შეფასების საფუძველზე, სამომავლო ფინანსური პროგნოზის ჩამოყალიბება და მენეჯმენტისათვის წარდგენა 
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი; 
  • ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ბიუჯეტის შედგენა და შესრულების კონტროლი; 
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი; 
  • კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მართვა; 
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; 
  • კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და მასზე დროული რეაგირება; 
  • კომპანიის ბუღალტრული განყოფილების მართვა და კონტროლი; 
  • ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება და კონტროლი; 
  • საგადასახადო და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მართვა; 
  • ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა დადგენილ ვადებში; 
 
ძირითადი  მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;  
  • 5 + წლიანი გამოცდილება რელევანტურ პოზიციაზე ; 
  • სასურველია მუშაობის გამოცდილება საცალო ვაჭრობაში; 
  • გუნდის მართვის გამოცდილება; 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა; 
  • აუდიტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;  
  • ფინანსური ანგარიშგების და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა ; 
  • ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა; 
  • Fina-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის, Excel-ის ს მაღალ დონეზე ფლობა; 
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; 
 
პიროვნული თვისებები: 
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • აღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა; 
  • პუნქტუალურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • ახალ გარემოში სწრაფად ადაპტირების უნარი; 
 
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოაგზანონ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე : hr@chita.ge1 იანვრამდე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება; 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. 
 
კომპანია  "ჭიტა" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.  
 
გისურვებთ წარმატებას!