კომპანია SEKKEI PARK აცხადებს ვაკანსიას - სუსტი დენების ინჟინერის პოზიციაზე.
ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს ელექტრო და მექანიკური საინჟინრო პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: პროექტების დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.
ანაზღაურება: 2000 - 4000 ლარამდე, გამოცდილებიდან გამომდინარე.
სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00. შაბათ-კვირის გარდა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი. ვაჟა-ფშაველას №45
ფუნქცია-მოვალეობები:
- სუსტი დენების მიმართულებით
კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და
პროექტის მომზადება;
- არქიტექტურული ნახაზების ანალიზი
და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
- პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას, პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში
მონაწილეობის მიღება და
გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა
ტექნიკური მიმართულებით;
- სუსტი დენების სისტემების
საპროექტო ნახაზის შედგენა,
ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა,
კომპონენტების სრული სიის
მომზადება;
- ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ-მენეჯერთან,
ჯგუფების ხელმძღვანელებსა და
პროექტის განხორციელებაში ჩართულ
სხვა პირებთან კომუნიკაცია;
- შესრულებული პროექტის რევიზია;
- ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი
ღონისძიებების შესახებ;
- კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- საინჟინრო პროგრამების ცოდნა; (სასურველია-
AUTOCAD);
- სუსტი დენების (სახანძრო
სიგნალიზაციის, ვიდეო-მეთვალყურეობის, ინტერნეტის ქსელის, აუდიო
სისტემის და სხვა
სქემების შედგენა;
- განათლება: უმაღლესი განათლება
ელექტროობის ან IT ინჟინერიის
მიმართულებით;
- სამუშაო გამოცდილება: მსგავს
პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ
3 წლიანი გამოცდილება;
უნარები და თვისებები:
- დამოუკიდებლად და გუნდურად
მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და
ორგანიზების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის
უნარი;
- სიზუსტესა და დეტალებზე
ორიენტირებული;
- სტრატეგიული და კომპლექსური
აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლიანი;
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- სამედიცინო დაზღვევა;
- პროფესიული განვითარება;
- სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მზარდი ანაზღაურება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/sekkeipark
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!.