კონსულტანტ მერჩენდაიზერი
1xP PRIORITY კორიდა
თარიღები: 03 დეკ - 31 დეკ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მარკეტინგი, რეკლამა, PR:  მერჩენდაიზინგი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: maka.zaqradze@nikora.ge
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 595381218
კომპანია „ნიკორა,“1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტშვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 5000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

სს „ნიკორა“ - ს შვილობილი კომპანია შპს „კორიდა“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტ მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქ. ქუთაისში (კარფურში).

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტზე, მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა, პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა და სიახლეების/ აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • საჭიროებისამებრ, კონკრეტული პროდუქტის დეგუსტაციის პროექტის ორგანიზებაში მონაწილეობა და განხორცილება;
  • სავაჭრო დარბაზში პროდუქციის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამისი სწრაფი რეაგირება;
  • პროდუქციასთან შესაბამისი ფასმაჩვენებლის სწორად განთავსება და მუდმივი კონტროლი;
  • პროდუქციის თაროებსა დამაცივრებში განაწილება FIFO-ს წესებისა და პლანოგრამის დაცვით;
  • სავაჭრო ობიექტზე არსებული პროდუქციის სასაქონლო სახის, ვადების, ასევე შენახვის აუცილებელი წესების დაცვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პროდუქციის კარგად წარმოჩენის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გამართული მეტყველება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის  31 დეკემბრამდე
გადმოაგზავნეთ სრულყოფილად შევსებული რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: +995 595381218  მიუთითეთ თქვენი დასაქმებისათვის  სასურველი ქალაქი, სხვა შემთხვევაში რეზიუმე ვერ განიხილება.

კონკურსი ჩატარდება რამდენიმე ეტაპად:
I. რეზიუმეების გადარჩევა;
II. ტესტირება; ( ტესტირება და გასაუბრება გაიმართება ქალაქთ ფოთში)

III. გასაუბრება.

მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გასულ კანდიდატებს.