ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიას, უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები:
- სასტუმროს ტერიტორიაზე წესრიგისა და უსაფრთხოების მუდმივი უზრუნველყოფა, სასტუმრო იოტაში არსებული სტანდარტების გათვალისწინებით
- უსაფრთხოების სამსახურის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა/კონტროლი
- სასტუმროს პერიოდული მონიტორინგი
- საჭიროების შემთხვევაში შესაფერისი პირველადი დახმარების გაწევა
- უსაფრთხოების რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და დროული რეაგირება
- აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრისთვის ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება
- სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა
- სასტუმროს ტერიტორიაზე არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების დაცვის კონტროლი/უზრუნველყოფა
- სტუმრების დახვედრა/მისალმება, ბარგის გადმოტვირთვა და დაბინავება
- სტუმრების გაცილება დანიშნულების ადგილამდე
- სტუმრებთან ეფექტური და მეგობრული კომუნიკაციის დამყარება და სხვა რელევანტური სახის დახმარების გაწევა
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება
- კომპანიაში შემუშავებული, კოვიდპანდემიის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე
- უპირატესობად ჩაითვლება B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული მახასიათებლები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
- მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
- თბილ და მეგობრულ გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებით უზრუნველყოფას
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.
ფიქსირებული ანაზღაურება - 1000 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ
1200 ლარამდე ანაზღაურება)
გრაფიკი : 12 საათიანი ცვლა
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ. N10
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr.iotahotels@gmail.com და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("უსაფრთხოების ოფიცერი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე.
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!