„Swissotel Tbilisi” აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დეპარტამენტში:
აზიური კერძების მზარეულის/ევროპული კერძების მზარეულის -კომი პოზიციაზე , როგორც დღის ისე ღამის სმენაში
ACCOR-ის ჯგუფში შემავალი, პრემიუმ კლასის სასტუმრო „Swissôtel Tbilisi” ეძებს მზარეულებს როგორც დღის, ისე ღამის სმენაში. .
Swissôtel -ი არის შვეიცარული წარმოშობის ბრენდი, რომელიც 1981 წლიდან უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ACCOR არის ფრანგული საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმრო ბრენდს. ჩვენ ვართ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მისწრაფება - სტუმართმოყვარეობა. ACCOR ჯგუფი მოიცავს 5400-ზე მეტ სასტუმროს, მსოფლიოს 110 ქვეყანაში.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სამზარეულოში დადგენილი სტანდარტებითა და რეცეპტის მიხედვით კერძების მომზადება
- ხარისხის , ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა
- სასტუმროში არსებული სტანდარტების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- კრიტიკული სიტუაციის მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- თავაზიანობა;
დამატებითი სარგებელი:
- კვება
- დაზღვევა
- ტრანსპორტირება
- საბონუსე სისტემა
- ფასდაკლება Accor ჯგუფში შემავალ სასტუმროებზე
სამუშაო განაკვეთი: დღის სმენა- 5/2 (5სამუშაო დღე 2 დასვენება) 9 საათიანი გრაფიკი (აქედან 1 სთ შესვენება)
ღამის სმენა 2/2 (2 ღამე მუშაობთ, 2 ისვენებთ) 12 საათიანი გრაფიკი(აქედან 1 სთ შესვენება)
სამუშაო ადგილი - სასტუმრო , ,Swissôtel Tbilisi "- სოლიკო ვირსალაძის N3
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
tamar.tamazashvili@accor.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. (აზიური კერძების მზარეული, ევროპული კერძების მზარეული, დღის სმენა, ღამის სმენა)
„Swissôtel Tbilisi” გისურვებთ წარმატებას!