შპს "ბიესი“ ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე: ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის №63 სამუშაო გრაფიკი- 40 საათი, ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი 09:00-15:00 ანაზღაურება: 1600 + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები: - პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
- პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება;
- კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
- კლიენტებთამ შემდგომი ურთიერთობა, პროქტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
- სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
- საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები: - გუნდში მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების სწრაფად მღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სწრაფი ადაპტაციის უნარი;
- პუნქტუალური.
ჩვენთან გელოდებათ: - კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
- ჯანმრთერლობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და „Subject“-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“.