შპს "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
თუ არ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაგრამ გაქვთ სურვილი იმუშაოთ აქტიურ და პროდუქტიულ გუნდთან ერთად განვითარებად კომპანიაში, ეს სამსახური თქვენთვისაა.
ჩვენ გთავაზობთ:
- თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
- შესასრულებელი საქმიანობის ადგილზე შესწავლას;
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
- კონკურენტულ სამუშაო პირობებს და ანაზღაურებას;
- სტაბილურ სამუშაოს
პირობები:
- გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00
- ტერიტორიული მდებარეობა: ლილო ( ტრანსპორტირებას კომპანია უზრუნველყოფს)
- ანაზღაურება: გამომუშავებით (1000+ NET) (გაიცემა საბანკო ანგარიშზე)
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
- მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
- გამზადებული შეკვეთების დისტრიბუციისთვის მითვლა შესაბამისი დოკუმენტაციის მიხედვით;
- საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად და ა.შ.
მოთხოვნები:
- განვითარების და დასაქმების სურვილი და მოტივაცია
- კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
- პუნქტუალურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 557 57 74 42 ან გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე:
vacancy@aversi.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში(subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება; წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი ვერ განიხილება), ან წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
- ფოტოსურათი 3x4 - 1ც.;
- პირადობის მოწმობის ასლი
მისამართზე: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); მობ : +995557577442
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 02.01.2025
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.