კომპანია 4Hospitals - სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაოს აღწერილობა:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ჩვენ გთავაზობთ:
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!
სამუშაოს აღწერილობა:
- სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
- პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
- კომპანიის პორთფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
- პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
- სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
- კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
- ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
- პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
- შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე
- საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!