გაყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY 4Hospitals
თარიღები: 03 დეკ - 31 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: რუსული ინგლისური
გაყიდვები:  გაყიდვების მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@4hs.ge
კომპანია 4Hospitals - სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:

სამუშაოს აღწერილობა:
  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
  • პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
  • კომპანიის პორთფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;
  • პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი;
  • შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!