გაყიდვების კონსულტანტი
2xP PRIORITY Medicine
თარიღები: 02 დეკ - 31 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 900 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები:  გაყიდვების კონსულტანტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: medicinegeo7@gmail.com
Medicine –  ტანსაცმლისა და აქსესუარების  პოლონური ბრენდია, რომელიც  ქმნის  საინტერესო დიზაინებს ცნობილი მხატვრების   პრინტებით  და ნიჭიერი შემქმნელების მიერ მომზადებული შეზღუდული კოლექციებით.   

ვისაც იზიდავს მოდა, ტენდენციები, კრეატიულობა  ველით ჩვენს გუნდში. 
ჩვენ ვაფასებთ  პოზიტიურ დამოკიდებულებას და გუნდურობას. 

Medicine -  აცხადებს ვაკანსიას :გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი:  თბილისი მოლი  
სამუშაო გრაფიკი:  ცვლების მიხედვით ( 8 სააათიანი სამუშაო დღე );
ანაზღაურება:   ფიქსირებული   900  ლარი  (+ მოქნილი საბონუსე სისტემა)
დასვენება -  კვირაში ორი დღე 
ბენეფიტები : დაზღვევა  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • გაუწიოს მომხარებელს  კვალიფიციური დახმარება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
  • შეთავაზოს  ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • იცნობდეს მაღაზიაში წარმოდგენილ პროდუქტებს სრულყოფილად;
  • ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე, ინტერიერისა და სისუფთავის დაცვაზე.
  • აკონტროლოს მაღაზიაში ფასების სიზუსტე და განთავსება;
  • მუდმივად ზრუნავდეს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე;

პიროვნული თვისებები:
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის  უნარი.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1 წელი);
  • სალაროზე მუშაობის გამოცდილება ( სასურველია მინიმუმ 6 თვე )
  • უცხო ენების ცოდნა 

გთხოვთ დაინტერესებულ აპლიკანტებს CV გამოაგზავნოთ მისამართზე  medicinegeo7@gmail.com  და   "subject"-ში მიუთითოთ MEDICINE და  ვაკანსიის დასახელება  და ბრენდის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!