სასაწყობე ოპერაციების ხელმძღვანელი
2xP PRIORITY წერტი
თარიღები: 03 დეკ - 31 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  საწყობი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@tserti.ge
მაღაზიათა ქსელი „წერტი“ აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. თბილისში

კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 4 ფილიალში დასაქმებულ 120 თანამშრომელს.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
  • სამუშაო ლოკაცია: ქ.თბილისი, ლილოს დასახლება;
  • ტრანსპორტის მომსახურება მეტროდან;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ფინანსდება კომპანიის მიერ);
  • ფასდაკლების ბარათი.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • სასაწყობე სივრცის სწორად მუშაობისათვის პროცესების ორგანიზება;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე პროდუქციის მიღება-აღრიცხვის კონტროლი;
  • პროდუქციის ასორტიმენტის მიხედვით დასაწყობება-შენახვის კონტროლი;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა/კონტროლი (ტემპერატურული რეჟიმი, ტენიანობა, განლაგება, სისუფთავე და ა.შ.) და შესაბამისი აღნიშვნების წარმოება;
  • საწყობში არსებული მარაგების კონტროლი, მათი მუდმივი აღრიცხვა;
  • მომწოდებელებთან შკევეთის განხორციელების პროცესის უზრუნველყოფა;
  • საწყობში სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი;
  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის (სატრანსპორტო ზედნადები) საფუძველზე პროდუქციის გაცემა;
  • საწყობში/საწყობიდან პროდუქციის მიღება-გაცემისას FIFO პრინციპის დაცვა;
  • პროდუქციის ხარჯვის კონტროლი, მენეჯმენტთან შეთანხმებით;
  • უშუალო ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგი წინასწარ დადგენილი ფორმატის შესაბამისად.

საკვაფილიკაციო მოთხოვნები:
  • საწყობში მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tserti.ge 2025 წლის 5 იანვრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.

მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის!