ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „ჰოუმ დიზაინ გალერი“ - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ კატეგორიის მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
- შოურუმში არსებული პროდუქციის მარაგების კონტროლი, ნაშთების აღრიცხვა და შეკვეთების მიწოდება;
- პროექტისთვის მოლაპარაკებების წარმოება და საჭირო პროდუქციის შესყიდვის კოორდინირება;
- პროექტის განხორციელების პროცესთვის საჭირო დოკუნემტაციის მომზადება, მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი;
- პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვების პროცესების მართვა და კონტროლი;
- პროდუქციის ანალიზი - შესყიდვების, გაყიდვების და მარაგების მუდმივი მონიტორინგი
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი
- ფასწარმოქმნის ანალიზი და პროდუქციის ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება და ელექტორილუნად ატვირთვა;
- ბუღალტერიასთან, შესყიდვებთან და დიზაინერებთან აქტიური კომუნიკაცია;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება უშუალო ხემლძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია ავეჯის ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა FINA - ს ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
- მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
- სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით:
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.