შპს "ავერსი–ფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო პერსონალის პოზიციაზე .
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კარ–ფანჯრის შეკეთება საკეტის შეცვლა, მორგება.
- სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
- მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება.
- დაკისრებული მატერიალური ფასეულობების კონტროლი, ჩამოწერა.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური ან პროფესიული განათლება
- მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში (სანტექნიკა, ელექტრობა, სადურგლო საქმე);
- სასურველია მართვის მოწმობის ფლობა(B კატეგორია)
- ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი
- დაკვირვებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა; პასუხისმგებლობის გრძნობა
- კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციის და გადაწყვეტილების მიღების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე
vacancy@aversi.ge ან წარმოადგინოთ საბუთები 11.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე:
- ფოტოსურათი 3X4 1ც.;
- პირადობის მოწმობის ასლი
მისამართი: ქ. თბილისი, ა. ყაზბეგის 16
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576);
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25.12.2024. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 Tvის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.