სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია
“ნოვა” (
www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას
დიასახლისის პოზიციაზე თბილისში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ფუნქცია-მოვალეობები:
- უზრუნველყოს შოურუმის სისუფთავე;
- გაუფრთხილდეს განთავსებულ ინვენტარს;
- მკაცრად დაიცვას ორგანიზაციაში გაწერილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმები;
- შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებები.
ძირითადი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
- წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
სასურველი უნარ-ჩვევები:
- თავაზიანი;
- პასუხისმგებლიანი;
- დისციპლინირებული;
- მოწესრიგებული;
- ენერგიული;
- შრომისმოყვარე;
- პუნქტუალური.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 30 დეკემბერი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე
hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „დიასახლისი თბილისი“.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა