გაყიდვების წარმომადგენელი / პრისეილერი
თარიღები: 02 დეკ - 31 დეკ
მდებარეობა: ბათუმი ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  პრისელერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: borunlight2@gmail.com
კომპანია ბორან ლაითი დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: OSRAM, LUXRAM, TOLSEN, CROWN, EINHELL, BLACK & DECKER და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას

კომპანია "ბორან ლაითი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის (პრისეილერი) პოზიციაზე ბათუმში

მისამართი: ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ.N192

აუცილებელი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს მართვის მოწმობა;

მოვალეობები:
  • კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება / შენარჩუნება;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • პროდუქციის განლაგება თაროზე განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად;
  • გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
  • გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრეზენტაბელური;
  • მიზანდასახული;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი

პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 08:30 -დან  17:30-მდე;
  • ანაზღაურება: 2000 ლარი
  • კომპანიის მხრიდან მსუბუქი ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: borunlight2@gmail.com და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.