დირექტორის ასისტენტი
2xP PRIORITY HH Recruitment
თარიღები: 02 დეკ - 09 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ადმინისტრაციული თანაშემწე ოფისის მენეჯმენტი პირადი ასისტენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: recruitment21@hh.ge
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე ერთ-ერთი კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს წარმოების ინდუსტრიაში.

სამუშაო აღწერილობა:
  • დირექტორის ბიზნეს კალენდრის მართვა, შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირება;
  • შეხვედრების დღის წესრიგის, შემაჯამებელი ოქმების და სხვა დოკუმენტაციის წარმოება;
  • დირექტორის კორესპონდენციის მართვა/აღრიცხვის წარმოება, ხელმოწერის უზრუნველყოფა;
  • დირექტორის დავალების/განკარგულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის გაცნობა და შესრულების კონტროლი;
  • კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპების მონიტორინგი და დირექტორის ინფორმირება;
  • დირექტორის მივლინებების ორგანიზება (ფრენის ბილეთები, განთავსება);
  • კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება.
  • სამუშაო შეხვედრებზე დასწრება და დელეგირებული დავალებების შესრულების კონტროლი;
  • გაცემული დავალებების ვადებში შესრულებაზე კონტროლის ორგანიზება;
  • გენერალური დირექტორისთვის თათბირების, საქმიანი შეხვედრებისა და მივლინებების ორგანიზება;
  • დირექტორის კალენდრის მართვა;
  • საქმიანი დოკუმენტების გენერალურ დირექტორთან შეთანხმებით, შედგენა, გაფორმება, მიღება, დასამტკიცებლად/ხელმოსაწერად წარდგენა, განსაზღვრულ ვადებში რეაგირება, გაგზავნა;
  • საქმიანი კომუნიკაცია (ფოსტით, ელ. ფოსტით, ტელეფონით და სხვა საშუალებებით) პარტნიორებთან და თანამშრომლებთან;
  • უცხოელი პარტნიორების მიღება-დახვედრა და მათი ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება;
  • გენერალურ დირექტორსა და გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის მართვა;
  • ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და რეპორტების მომზადება გენერალურ დირექტორთან წარსადგენად;
  • კომპანიის ზრდასთან, ან ახალ პროექტებთან დაკავშირებული გეგმების შესაბამისად აქტუალური საქმეების პროგრესის; დედლაინებისა და შესრულების უზრუნველყოფა;
  • დავალებების მართვის სისტემებთან მუშაობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • პირადი ასისტენტის/დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის 1 წლამდე გამოცდილება, წარმოების ინდუსტრიაში;
  • ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV მისამართზე, recruitment21@hh.ge.

გისურვებთ წარმატებებს!