Full Stack დეველოპერი

თბილისი სრული განაკვეთი ნიუსრუმი
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი
“პალიტრა ჰოლდინგი“-ს შვილობილი ორგანიზაცია „ნიუსრუმი“ აცხადებს ვაკანსიას  Full Stack Developer-ის პოზიციაზე. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მრავალჯერადი, გამოყენებადი კომპონენტების და ბიბლიოთეკების შექმნა მომავალი გამოყენებისთვის; 
  • ინტეგრირება სხვადასხვა API-ებთან და 3rd Party სერვისებთან; 
  • კოდების მიმოხილვაში და კოდის ხარისხის გაუმჯობესებაში მონაწილეობა; 
  • სუფთა, ეფექტური და კარგად დოკუმენტირებული კოდის წერა, საუკეთესო პრაქტიკის დაცვით; 
  • ვებ აპლიკაციების Front/Back-end კომპონენტების დიზაინი, განვითარება და შენარჩუნება. 

Back–End Stack: 
  • ოპერაციული სისტემები - Linux, Mac OS 

ტექნოლოგიები: 
  • Python 3.6+ 
  • Docker 
  • Rest API/JWT Auth/Swagger 
  • Mariadb/Mongodb/Redis 

პაკეტები: 
  • Django 2+ 
  • Flask 3+ 

Front-End Stack: 
  • VueJS/Nuxt 2, 3 
  • Tailwindcss 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
Back/Front-End ტექნოლოგიებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
ინგლისური ენის ცოდნა; 

სამუშაო გრაფიკი: სრული; 09:30-18:30სთ; 
ადგილმდებარეობა: თ. იოსებიძის ქუჩა #49; 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@palitra.ge, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.  
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. 
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა,  მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge 
გისურვებთ წარმატებას!