ქსელური მაღაზიის საოპერაციო მენეჯერი
თარიღები: 17 დეკ - 31 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გაყიდვები:  გაყიდვები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ktw.ge
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა"  შვილობილი კომპანიისათვის ,,ვინჩერო”  აცხადებს ვაკანსიას ქსელური მაღაზიის საოპერაციო  მენეჯერის პოზიციაზე. 

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სფერო- ქსელური ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების  მაღაზიები, საცალო ვაჭრობა. 

მოვალეობები:
  • შესაბამისი სტანდარტების შესაბამისად პრუდუქციის განთავსება და კონტროლი;
  • ობიექტზე მიმდინარე პროცესების მართვა, პერსოანლის მართვა  მათ შორის გრაფიკის დაგეგმვა და საქმიანობის შეფასება;
  • კომპანიაში არსებული პოლიტიკის შესაბამისად, პროცედურებისა და სტანდარტების შესრულების უზრუნველყოფა.
  • სტრატეგიული განვითარების გეგმის შესრულება, გაყიდვების ზრდასა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • ინვენტარის მართვა,  მარაგების კონტროლი, შეკვეთების ფორმირება და დანაკარგების პრევენცია.
  • სალაროებისა და საცალო პროგრამული სისტემების მართვა და კონტროლი; 
  • ინვენტარიზაციის განხორციელება, მარაგების კონტროლი; 
  • ობიექტის საოპერაციო მიმართულებით მუშაობის სტანდარტების შემუშავება და კონტროლი; 
  • მომხმარებელთა მომსახურების საკითხების მოგვარება და მომსახურების უმაღლესი ხარისხის დანერგვა;
  • მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება გაყიდვების წასახალისებლად და ობიექტის პოპულარიზაციისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • აუცილებელია რითეილ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციფიკის ცოდნა; 
  • საოპერაციო  მიმართულებით მუშაობს გამოცდილება

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 02  იანვარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge
 სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.  რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
,,თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.  რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ( 1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით.”