შპს "სანტექსერვისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება : 900 ლარი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება ქოლ-ცენტრში ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
- ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
- აუცილებელია რუსული/ ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
- უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
- სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
- კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
- მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
- მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
- უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში;
ძირითადი უნარ-ჩვევები:
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობა;
- პროგრამაში, მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა:
კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:
- გასაუბრება;
- მოსამზადებელი ეტაპი 2 კვირა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: info@santeqservice.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".