შპს "თელმიკო" აცხადებს ვაკანსიას მიმართულებების დირექტორების თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო მოთხოვნები
- მიმართულებების დირექტორების სამუშაო განრიგის დაგეგმვა, კორდინირება და წარმოება.
- მიმართულებების დირექტორების შეხვედრებისთვის და სხდომებისთვის მომზადება. საჭიროების შემთხვევაში სხდომების და შეხვედრების დასწრება, ოქმების შედგენა და გაფორმება;
- მიმართულებების დირექტორების სამუშაო დროის ტაბელის წარმოება;
- მიმართულებების დირექტორების განსახილველად შემოსული კორესპონდენციის, ხელმოსაწერად შემოსული დოკუმენტების და პირადი განცხადებების, მიღება, მათი რეგისტრაციის და აღრიცხვის წარმოება;
- მიმართულებების დირექტორების დავალებით მათ დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებთან ცალკეული საკითხების შეთანხმება, მითითებებთან და განკარგულებებთან მათი გაცნობა, მითითებების და განკარგულებების შესრულების კონტროლი;
- სტრუქტურული ერთეულების და კონკრეტული შემსრულებლების მიერ დირექტორისთვის ხელმოსაწერად გადაცემული დკემტების დროული განხილვისა და წარმოდგენის კონტროლი. უზრუმველყოფს მათ რედაქტირებას.
- მიმართულებების დირექტორების დაქვემდებარებაში მყოფი ქვედანაყოფების ამოცანების დაგეგმვა, დასახვა და კონტროლი.
- შიდა ელექტრონულ დოკუმენტბრუნვის პროგრამაში დავალებების შესრულება და კონტროლი;
- დირექტორის სამივლინებო დოკუმენტაციის გაფორმება;
- გაცემული ბრძანებებისა და განკარგულებების კომპანიის თანამშროლმების განხორციელების კონტროლის განხორციელება;
- დირექტორის დავალებების შესრულების სვლის, ვადების და შედეგების კონტროლი.
- წერილების შემოწმება და კორექტირება, საჭიროებისამებრ თარგმნა რუსული ენიდან ქართულ ენაზე.
კვალიფიკაციური მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა
- ოპერაციული სისტემა Microsoft Windows;
- MS Office (Word, Excel, PowerPoint) - პროფესიული ფლობის დონე;
- MS Outlook.
უცხო ენები
- რუსული ენა – თავისუფლად ფლობის დონე (გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი);
- ინგლისური - საშუალოდ ფლობის დონე (სასურველია).
მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოტის მისამართზე: vacancy@telmico.ge . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ მიმართულებების დირექტორების თანაშემწე“. განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15.12.2024 წ.