ხაზინის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ელემენტ ჰოლდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 2000
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: ხაზინა
„ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს.
შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს. 
მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა. 
„ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს:  www.elementholding.ge 

ელემენტ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ხაზინის ოპერატორი პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება:  ხაზინის ოპერატორი 

სამუშაო პირობები:
სამუშაო განაკვეთი: სრული.
ანაზღაურება:2000 ლარიდან (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე ინდივიდუალურად იქნება განხილული)

ძირითადი მოვალეობები:
  • სალაროს ოპერაციების შესრულება/გატარება პროგრამულად;
  • საბანკო ოპერაციების შესრულება;
  • საგადახდო დავალების  შეექმნა გადარიცხვის მოთხოვნის შესაბამისად როგორც ადგილობრივ ისე უცხოურ ვალუტაში;
  • საგადახდოების ატვირთვა მოთხოვნის შესაბამისად;
  • ფულადი ტრანზაქციების გატარება პროგრამულად
  • საქავეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა/ გატარება პროგრამულად
  • საბანკო ხარჯების (სასესხო, საგარანტიო) გატარება;
  • ზემოთ ჩამოთვლილ ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტების დაარქივება;
  • უშუალო ხელმძღავენელის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია საბუღალტრო პროგრამა " FMG "-ში მუშაობის გამოცდილება;  
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • მონაცემთა ანალიზის უნარი;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • შედეგზე ორიენტირებული
  • ორგანიზებული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge     2024 წლის 03 იანვირის ჩათვლით .
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ელემენტ ჰოლდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ელემენტ ჰოლდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!