პრომოუტერი

თბილისი სრული განაკვეთი ნოვა
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
მარკეტინგი, რეკლამა, PR: სარეკლამო აგენტი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „პრომოუტერის“ პოზიციაზე თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მყიდველისთვის პროდუქციის მახასიათებლების და საგარანტიო მომსახურების პირობებზე კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლისთვის არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • დარბაზში პროდუქციის ეფექტურად განთავსებაში მენეჯერისთვის დახმარების გაწევა ახალი პროდუქციის მიღებისას; 
  • მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობის სისწორის შემოწმება და უზრუნველყოფა; 
  • რეალიზაციის პირველადი დოკუმენტების შედგენა;
  • გაყიდული პროდუქციის გაცემა;
  • საგანოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • უშუალო ხელძღვანელის მიერ გაცემული, ცალკეული დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება პრომოუტერის პოზიციაზე;
  • სასურველია Word, Excel-ის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • პასუხსიმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პედანტურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია: 
  • სამუშაო გრაფიკი - სრული, დასვენების დღეები შეთანხმებით.
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 29 დეკემბერი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hrretail@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ „პრომოუტერი თბილისი“.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. 

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს,  ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.