გრაფიკული დიზაინერი

ბათუმი სრული განაკვეთი ი/მ სოსო ჩიმაკაძე
მივლინება: არა
გამოცდილება: 2 - 3 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ხელოვნება/მედია: გრაფიკული დიზაინი

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე

 


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 



პრეზენტაციების შექმნა:

  • ვიზუალურად მიმზიდველი და სტრუქტურირებული პრეზენტაციების (PPTs) დიზაინის შემუშავება და შექმნა შიდა და გარე კომუნიკაციებისთვის.  
  • სოციალური მედიისთვის შინაარსობრივი ვიზუალების მომზადება;
  • პროექტებისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება და მისი ტექნიკურად გამართვა;
  • ბროშურების, ფლაერების, საკომუნიკაციო ბანერების დიზაინის შექმნა
  • პროექტებზე მუშაობა, რომლებიც ბრენდისა და კომპანიის ღირებულებებს ასახავს. 


სარეკლამო მასალების შემუშავება:

  • კრეატიული კონტენტის შექმნა სოციალური ქსელებისთვის, ბანერების, პოსტებისა და სთორისებისთვის.
  • ვიზუალური მასალების მომზადება ციფრული პლატფორმებისთვის (Facebook Ads, Google Ads) 


პოლიგრაფია:

  • პოლიგრაფიული პროდუქციის შემუშავება (ბუკლეტები, ფლაერები, სავიზიტო ბარათები, პოსტერები).
  • ბეჭდვისთვის შესაბამისი ფაილების მომზადება  


ბრენდული მასალების შექმნაში მონაწილეობა:

  • კომპანიის ღონისძიებებისთვის დიზაინის შემუშავება (სტენდები, ბანერები, დაბრენდილი საჩუქრები). 
  • ვიზუალური კომუნიკაციების ერთიანი სტილის მუშაობა.


თანამშრომლობა გუნდთან:

  • მარკეტინგის გუნდთან, კოპირაიტერებთან და პროექტების მენეჯერებთან თანამშრომლობა.
  • ახალი იდეების შესამუშავებლად კრეატიულ სესიებში მონაწილეობა.


მოთხოვნები: 

  • განათლება და გამოცდილება:
  • გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • შესრულებული ნამუშევრების პორტფოლიო (პრეზენტაციები, რეკლამური მასალები, პოლიგრაფია). 



პროფესიონალური უნარები:

  • Figma და/ან Adobe Photoshop-სთან  მუშაობის გამოცდილება (Illustrator-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად) 
  • ტიპოგრაფიის, ფერთა თეორიის, კომპოზიციის და განლაგების ცოდნა;
  • ბეჭდვისა და ციფრული რეკლამისთვის მასალების მომზადების გამოცდილება.
  • დიზაინის ტენდენციების ცოდნა და მათი ადაპტირების უნარი კომპანიის დავალებების შესაბამისად. 


პიროვნული თვისებები:

  • კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; დეტალების მიმართ ყურადღება, სტილის გრძნობა.
  • დავალებების ეტაპობრივი შესრულების და დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი.
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობისთვის მზადყოფნა. 


სამუშაო პირობები: 

  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, რომელიც განიხილება გასაუბრებაზე.
  • სამუშაო მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში.
  • პროფესიული ზრდისა და იდეების განხორციელების შესაძლებლობები.
  • მონაწილეობა მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში.


გამოაგზვნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელ.ფოსტაზე: info@mardi.ge 


Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დიზაინერი Mardi Holding-ში"  


ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას!