კომპანია აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
პრეზენტაციების შექმნა:
- ვიზუალურად მიმზიდველი და სტრუქტურირებული პრეზენტაციების (PPTs) დიზაინის შემუშავება და შექმნა შიდა და გარე კომუნიკაციებისთვის.
- სოციალური მედიისთვის შინაარსობრივი ვიზუალების მომზადება;
- პროექტებისთვის ვიზუალური კონცეფციის შემუშავება და მისი ტექნიკურად გამართვა;
- ბროშურების, ფლაერების, საკომუნიკაციო ბანერების დიზაინის შექმნა
- პროექტებზე მუშაობა, რომლებიც ბრენდისა და კომპანიის ღირებულებებს ასახავს.
სარეკლამო მასალების შემუშავება:
- კრეატიული კონტენტის შექმნა სოციალური ქსელებისთვის, ბანერების, პოსტებისა და სთორისებისთვის.
- ვიზუალური მასალების მომზადება ციფრული პლატფორმებისთვის (Facebook Ads, Google Ads)
პოლიგრაფია:
- პოლიგრაფიული პროდუქციის შემუშავება (ბუკლეტები, ფლაერები, სავიზიტო ბარათები, პოსტერები).
- ბეჭდვისთვის შესაბამისი ფაილების მომზადება
ბრენდული მასალების შექმნაში მონაწილეობა:
- კომპანიის ღონისძიებებისთვის დიზაინის შემუშავება (სტენდები, ბანერები, დაბრენდილი საჩუქრები).
- ვიზუალური კომუნიკაციების ერთიანი სტილის მუშაობა.
თანამშრომლობა გუნდთან:
- მარკეტინგის გუნდთან, კოპირაიტერებთან და პროექტების მენეჯერებთან თანამშრომლობა.
- ახალი იდეების შესამუშავებლად კრეატიულ სესიებში მონაწილეობა.
მოთხოვნები:
- განათლება და გამოცდილება:
- გრაფიკულ დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
- შესრულებული ნამუშევრების პორტფოლიო (პრეზენტაციები, რეკლამური მასალები, პოლიგრაფია).
პროფესიონალური უნარები:
- Figma და/ან Adobe Photoshop-სთან მუშაობის გამოცდილება (Illustrator-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
- ტიპოგრაფიის, ფერთა თეორიის, კომპოზიციის და განლაგების ცოდნა;
- ბეჭდვისა და ციფრული რეკლამისთვის მასალების მომზადების გამოცდილება.
- დიზაინის ტენდენციების ცოდნა და მათი ადაპტირების უნარი კომპანიის დავალებების შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
- კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; დეტალების მიმართ ყურადღება, სტილის გრძნობა.
- დავალებების ეტაპობრივი შესრულების და დათქმულ ვადებში სამუშაოს შესრულების უნარი.
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობისთვის მზადყოფნა.
სამუშაო პირობები:
- კონკურენტუნარიანი ანაზღაურება, რომელიც განიხილება გასაუბრებაზე.
- სამუშაო მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში.
- პროფესიული ზრდისა და იდეების განხორციელების შესაძლებლობები.
- მონაწილეობა მასშტაბურ საერთაშორისო პროექტებში.
გამოაგზვნეთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო ელ.ფოსტაზე: info@mardi.ge
Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დიზაინერი Mardi Holding-ში"
ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას!