მომსახურების ოპერატორი
თარიღები: 29 ნოე - 28 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები:  ფინანსები(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@cityleasing.ge
სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.

"სითი ლიზინგი"  ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს  და  წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. 
სამუშაო გრაფიკი:  სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი)
სამუშაო ტერიტორია:  თბილისი, როსტევანის 45.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
  • სასურველია კონკურსანტი იყოს ACCA-ს მინიმუმ პირველი ეტაპის კურსდამთავრებული;
  • უპირატესობა მიენიჭება საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;

პიროვნული თვისებები და უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაცია
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდურობა

ძირითადი მოვალეობები: 
  • პროგრამაში ინფორმაციის შეტანა/დამუშავება
  • გაცემული და მიღებული სესხების ასახვა.
  • საბანკო ოპერაციების შესრულება და პროგრამულად ასახვა.
  • არსებული კლიენტებისათვის მომსახურების გაწევა: მინდობილობა/ცნობა/ხელშეკრულება შექმნა და   პროგრამული ასახვა
  • სხვადასხვა დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის ასახვა/დამუშავება.
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@cityleasing.ge.
წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ მომსახურების ოპერატორი.
 გისურვებთ წარმატებებს!