სალიზინგო კომპანია "სითი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.
"სითი ლიზინგი" ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს და წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 სამუშაო საათი)
სამუშაო ტერიტორია: თბილისი, როსტევანის 45.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
- სასურველია კონკურსანტი იყოს ACCA-ს მინიმუმ პირველი ეტაპის კურსდამთავრებული;
- უპირატესობა მიენიჭება საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაცია
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდურობა
ძირითადი მოვალეობები:
- პროგრამაში ინფორმაციის შეტანა/დამუშავება
- გაცემული და მიღებული სესხების ასახვა.
- საბანკო ოპერაციების შესრულება და პროგრამულად ასახვა.
- არსებული კლიენტებისათვის მომსახურების გაწევა: მინდობილობა/ცნობა/ხელშეკრულება შექმნა და პროგრამული ასახვა
- სხვადასხვა დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის ასახვა/დამუშავება.
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (ფოტოსურათით) შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@cityleasing.ge. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ მომსახურების ოპერატორი.
გისურვებთ წარმატებებს!