სასტუმროს მიმტანი
თარიღები: 02 დეკ - 28 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  მიმტანი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@gth.ge
GREEN TOWER HOTEL აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს მიმტანის პოზიციაზე
მის: პეტრე სარაჯიშვილის 1
ანაზღაურება:ფიქსირებული 1000 ლარი .
სამუშაო საათები :დილის 7 დან შუადღის 1 საათამდე.

ზოგადი მიმოხილვა:
მიმტანის ძირითადი მოვალეობაა შეეგებოს და მიესალმოს სტუმარს სტანდარტების გათვალისწინებით. მომსახურეობა უნდა იყოს პროფესიონალური, დახვეწილი და არ უნდა ამჟღავნებდეს „აგრესიულ სტუმართმოყვარეობას”. გამოირჩეოდეს კეთილგანწყობილი
დამოკიდებულებით როგორც სტუმრების ასევე თანამშრომლების მიმართ. უნდა გამოირჩეოდეს საკუთარი თავის სისუფთავითა და მომსახურეობის ხარისხით.

საერთო მოვალეობების მოკლე აღწერა :
  • დაიცვას სასტუმროში არსებული სტანდარტები.
  • დაიცვას პრინციპი “დაასუფთავე შემჩნევისთანავე”
  • გამოცხადდეს სამსახურში 15 წუთით ადრე.
  • გამოცხადდეს სამსახურში გარეგნობის სტანდარტების გათვალისწინებით.
  • იმუშაოს სამუშაო განრიგის გათვალისწინებით.
  • იმუშაოს გუნდური მუშაობის პრინციპით.
  • მისდიოს უსაფრთხოების პროცედურებსა და პოლიტიკას, რათა დარწმუნდეს სამუშაო გარემოს უსაფრთხოებაში.
  • სამუშაოს დატოვებამდე უშუალო ზედამხედველს შეატყობინოს წასვლის შესახებ
  • არ შექმნას კონფლიქტური სიტუაცია სხვა თანამშრომელთან.

მიმტანს მოეთხოვება:
  • მიმტანი მუშაობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეს სამუშაო ადგილის, მაგიდებისა და სკამების სისუფთავეზე. არის თუ არა მაგიდის მოწყობილობა წესრიგში: სამარილე, საშაქრე, ჭურჭელი და ყველა არსებული დანადგარი.
  • გათვითცნობიერებული უნდა იყოს მენიუში არსებული კერძების, სასმელების (კოქტეილების) მომზადების, შინაარსისა და გარნირის მეთოდებში. მზად იყოს უპასუხოს სტუმრის ყველა შეკითხვას მენიუსთან დაკავშირებით.
  • უნდა დაიცვას წესები და იყოს პასუხისმგებელი საჭიროების შემთხვევაში.
  • უნდა იყოს დარწმუნებული, რომ მაგიდა შესაბამისად არის გაშლილი მთელი მომსახურების განმავლობაში. ჭუჭყიანი ჭურჭელი დროულად უნდა აიღოს,

სტუმრის წასვლის შემდეგ უნდა შეამოწმოს მაგიდის სისუფთავე:
  • იატაკი და მიმდებარე ტერიტორია უნდა გაასუფთავოს ნამცეცებისაგან.
  • იქონიოს ყოველთვის ორი სუფთა ტილო, ერთი ნესტიანი- მაგიდისთვის და მეორე მშრალი- სკამისათვის.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს მომსახურეობის საბოლოო პუნქტს:
  • გადამოწმდეს სტუმრის კმაყოფილება პერსონალური მიდგომითა და სათანადო პოზიციის შენარჩუნებით.
  • დასვენების დღეები უნდა იქნეს მოთხოვნილი განრიგის შედგენამდე სამი დღით ადრე. სხვა შემთხვევაში მოთხოვნა არ იქნება გათვალისწინებული.
  • მუშაობის პროცესში საღეჭი რეზინი აკრძალულია.
  • სერვისის თანამშრომელი უნდა ემორჩილებოდეს მისი ზედამხედველის მზარეულის და მენეჯერის შენიშვნებს და იღებდეს რჩევა-დარიგებებს სერვისის გაუმჯობესების მიზნით.
  • მობილური ტელეფონი უნდა ჰქონდეს მუდამ უხმო რეჟიმზე და სტუმრის თვალწინ დაუშვებელია მისი გამოყენება.
  • თამბაქოს მოსაწევად, კაფეტერიაში, საპირფარეშოში გასასვლელად თუ ნებისმიერი სხვა საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ადგილის დატოვებასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა აცნობოს ზედამხედველს.
  • სტუმრებთან თანდასწრებით ტელეფონის გამოყენება.
  • უშუალო ვალდებულებააქვს დაემორჩილოს მის ზედამხედველს მზარეულს და მენეჯერს.
  • მომუშავე ყველა პერსონალი ვალდებულია იაროს სტაფისთვის განკუთვნილი შემოსასვლელიდან .
  • ვალდებულია სტაფის ყველა წევრი გასვლისას შეამოწმებინოს დაცვას გასატანი ნივთი ან მისი კუთვნილი ხელბარგი ან შეინახოს შემოსვლისას არსებულ კარადაში,
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნთ თქვენი რეზიუმე (info@gth.ge) სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სასტუმროს მიმტანის ვაკანსია
გპირდებით ოჯახურ გარემოს