ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
2xP PRIORITY სტოკი
თარიღები: 02 დეკ - 28 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 2500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადამიანური რესურსები:  HR მენეჯერი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: tatiastock@gmail.com
ტელეფონი გამოხმაურებისთვის: +995 599074882
სტოკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ადამიანური რესურსების მართვა 

მოთხოვნები:
  • კანონმდებლობის/ნორმატიული აქტების, შიდა სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად სამსახურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პერსონალთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების (ბრძანების)და სხვა საჭირო დოკუმენტების მომზადება/შენახვა;
  • პერსონალთან დაკავშირებული საქმის წარმოება;
  • თანამშრომლის დანიშვნის, თანამდებობრივი ცვლილების და გათავისუფლების პროცესების დადგენილი წესებით განხორციელება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება
  • თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოება;
  • თანამშრომლებთან დაკავშირებული ცნობების მომზადება, გაცემა და შესაბამისი წესით აღრიცხვა;
  • გათავისუფლებული თანამშრომლების პირადი საქმის და ინფორმაციის დაარქივება;
  • თანამშრომლების შერჩევის პროცესების მართვა და საუკეთესო კანდიდატების შერჩევა;
  • ახალი თანამშრომლისთვის საორიენტაციო პროგრამის დანერგვის ხელშეწყობა და განხორციელება;
  • აპლიკანტების ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
  • ორგანიზაციული კულტურის დამკვიდრებისთვის, კოლეგიალური ურთიერთობების განვითარებისთვის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
  • თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა ;
  • ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული კვლევების წარმოება და სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება/მართვა;
  • გაყიდვების , შესყიდვების და ფინანსურ გუნდებთან კოორდინირებული მუშაობა თანამშრომლების მოტივაციის გაზრდის კუთხით . ( საბონუსე სისტემების დახვეწა)
  • ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სიახლეების და ინოვაციური იდეების ძიება;
  • თანამშრომელთა დისციპლინალური სანქციების განხილვა და შესაბამისი ქმედებების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციული კულტურის შემუშავება, დანერგვა;
  • იურიდიულ სამსახურთან კოორდინირებულად თანამშრომლებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო თუ სხვა იურიდიული დოკუმენტების პროექტ(ებ)ის შემუშავება აღწერა;
  • მიღებული კორესპონდენციის დაუყოვნებელი განხილვა და გონივრულ ვადებში რეაგირება.

მოთხოვნები : 
  • უმაღლესი განათლება; სასურველია ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე არანაკლებ 3 წლისა;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა და ეფექტურობა ყოველდღიურ დავალებებში;
  • ჩართულობა დისციპლინურ და საჩივრების საკითხების მართვაში.
  • რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სავალდებულოა. (MS Office, Word, Excel, Power Point)

სამუშაო ორშ-პარასკევი 10:00 – 18:30 მდე. 
ანაზღაურება - 2500 ლარი  + ბონუსი 

დინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: tatiastock@gmail.com    
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599074882