შპს „კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დამლაგებელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის ქ. 9
კომპანიის შესახებ:
საქართველოში პირველი კერძო კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების სრულყოფილ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ამბულატორიულ, სტაციონალურ, ქირურგიულ თუ პირადი კარდიოლოგის პირობებში.
კვალიფიკაცია:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
- პალატების, სამუშაო პერიმეტრის, სცელი წერტილების დალაგება/დასუფთავება;
- სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა;
სხვა უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღე 08:00-17:00-მდე ან 9:00-18:00-მდე, ან 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@guli.ge 2025 წლის 01 იანვრამდე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.