ფილიალის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კრაფტ ფუდ რესტორნები
მივლინება: არა ხელფასი: 1800 +ბონუსი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: რესტორნის მენეჯერი
Craft Food ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე

Craft Food მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.

კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება.
  • სამუშაო განაკვეთი: 9 სთ-იანი განაკვეთი. პირველი სმენა - 10:00-19:00 სთ, მეორე სმენა - 18:00-03:00 სთ (კვირაში 5-დან 2 დღე მენეჯერი მუშაობს ღამის სმენაში).
  • ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი.
  • ბენეფიტი: უფასო დაზღვევა, კვება და ღამის საათებში ტრანსპორტირება.
  • ადგილმდებარეობა: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:
  • ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი.
  • მომსახურებისა და ხარისხის კონტოლი.
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
  • მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მიღებული შეფასებების განხილვა გუნდის წევრებთან.
  • სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი.
  • პროდუქციისა და მარაგების მონიტორინგი, შეკვეთების გაკეთება/მიღება, სალაროს სიზუსტის უზრუნველყოფა.
  • HR პროგრამაში მუშაობა, გუნდის წევრების გრაფიკების შედგენაში მონაწილეობის მიღება და მათი მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
  • რეპორტების წარმოება.

მოთხოვნები:
  • მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • შრომის პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი
  • საოფისე პროგრამების (Excel, Word, PPT) მაღალ დონეზე ფლობა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლიანობა
  • პუნქტუალურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge 
„subject” ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ფილიალის მენეჯერი"