თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და გაქვს უფრო მეტის სწავლის სურვილი, გინდა განვითარდე პროფესიულად და გქონდეს სტაბიულური სამსახური, ავეჯის ქართულ საწარმოში Litten Tree გამოცდილ კადს ვეძებთ ავეჯის ხელოსნის პოზიციაზე
ჩვენი მოთხოვნები ასეთია:
- გქონდეს ავეჯის წარმოებაში მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- უნდა შეგეძლოს MDF-ისა და ლამინატის მასალებზე მუშაობა;
შენს მოვალოებებში შევა:
- ავეჯის დამზადება;
- ავეჯის დამზადებისათვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მიღება
- საჭიროების შემთხვევაში სარეალიზაციო საქონლის დაფასოება/შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება;
ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ პროფესიული კრიტერიუმების გარდა პიროვნული თვისებებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგია თუ იქნები:
- კრეატიული;
- გექნება შემოქმედებითი აზროვნება;
- ხშირად იქნები ინიციატორი და სიახლეების მიმართ გახსნილი;
- გუნდური მუშაობა შენთვის სასიამოვნო იქნება;
- ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა შენი ძლიერი მხარეები იქნება.
ჩვენს კომპანიაში დაგხვდება:
- პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა;
- მეგობრული გუნდი;
- სტაბილური ანაზღაურება;
- პროფესიონალური დამოკიდებულება;
- საერთაშორისო კატეგორიის მანქანა-დანადგარები და მათთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა.
ხელფასი განისაზღვრება შენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, საშუალოდ 2800-დან 3000 ლარამდე.
თუ თვლი, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება გამოგვიგზვანე შენი აპლიკაცია (CV) ელ. ფოსტაზე: info@littentree.ge
ან დაგვიკავშირდით ნომერებზე: +995 595 075 003; +995 574 07 00 11 ; +995 592 15 19 19