სამშენებლო პროექტ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი), სამშენებლო პროექტების მართვა
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, სამშენებლო პროექტ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიისთვის.  

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის სხვადასხვა მიმართულების პროექტების მართვა;
  • პროექტში ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
  • მენარდეების მოძიება, ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება და კონტრაქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
  • თითოეული პროექტის ფარგლებში დეტალური გეგმა - გრაფიკის და სამუშაო პროცესის გაწერა და შესრულების ვადების კონტროლი;
  • ადამიანური რესურსის ეფექტურად გადანაწილება/მართვის უზრუნველყოფა;
  • გეგმების , ნახაზების და მოცულობების ყოველდღიური გადამოწმება . სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლისა და სამშენებლო ბრიგადის მიერ, შესრულებული სამუშაოს ხარისხის დადასტურება. ხარვეზების შემთხვევაში მათი აღმოფხვრა და ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფა; 
  • პროექტის შესრულების ვადების კონტროლი;
  • სამშენებლო ობიექტზე მასალების ხარისხის და რაოდენობის დადასტურება.  ინვენტარიზაციების წარმოების ზედამხედველობა; 
  • სპეციალური დოკუმენტაციის წარმოება/წარმოების კონტროლი ( ფორმა # 2; სასაწყობო ნაშთები; ფარული აქტები; გეოდეზიური აქტები ; ნებისმიერი სამშენებლო დოკუმენტაცია )  სისწორის კონტროლი;
  • სამუშაოთა მწარმოებლების მიერ, წარმოებული დოკუმენტაციის ( ფორმა # 2; სასაწყობო ნაშთები ) ბუღალტერიასთან წარდგენა / განხილვა;
  • სამშენებლო ობიექტიდან ოფისისთვის, ყველა ტიპის დოკუმენტის წარდგენის უზრუნველყოფა;
  • პროექტის რისკების ანალიზი და მათი პრევენცია;
  • პროექტებთან დაკავშირებული ძირითადი პრობლემური საკითხების მოგვარების გეგმების განსაზღვრა;
  • პროექტის გამართულად შესრულებისთვის შესაბამისი პირების კოორდინაცია, სხვადასხვა საკითხების შეთანხმება ან/და ინფორმაციის გამოთხოვა მომიჯნავე პროფესიის / დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან;
  • სამშენებლო სამუშაოებისა და დადგენილი სახელმწიფო ნორმების შესრულების ზედამხედველობა;
  • თითოეული პროექტის ფარგლებში ყოველკვირეული / ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
  • შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვა;
  • ხელმძღვანელ პირებთან ანგარიშგების წარმოება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია სამშენებლო/საინჟინრო მიმართულებით;
  • აუცილებელია პროექტ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია სამშენებლო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია AutoCAD-ის და ArchiCAD-ის ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია:
  • 5 სამუშაო დღე (09:00-18:00)
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სატელეფონო ლიმიტი;
  • Fitpass;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას “APPLY” ღილაკზე დაჭერით.