დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცერი
თარიღები: 22 დეკ - 27 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა:  დაცვა (ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@ambassadori.com
სასტუმროთა ქსელი “Ambassadori” – „ამბასადორი“ აცხადებს ვაკანსიას  თბილისში არსებულ სასტუმროებში დაცვისა და უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა  და დასაქმებულებისათვის;
  • უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
  • მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება, 
  • მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე;
  • სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს;
  • სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და დეპარტამენტის წესებსა და რეგულაციებს;
  • ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;
  • საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან;

საჭირო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@ambassadori.com .
გისურვებთ წარმატებას!