მდივანი
2xP PRIORITY MKD Law
თარიღები: 02 დეკ - 20 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
იურიდიული:  იურისტის ასისტენტი/ მდივანი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@mkdlaw.ge
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ აცხადებს ვაკანსიას მდივნის პოზიციაზე

ფუნქციები:
  • შეხვედრების ჩანიშვნა განრიგის მომზადება; 
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამისად გადამისამართება;
  • ფირმის კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა, რეგისტრაცია და დაფაილება;
  • ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
  • სტუმრების დახვედრა და გამასპინძლება;
  • ფირმის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისათვის საქმიანობში დახმარების გაწევა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • სასურველია აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 

საჭირო უნარები:
  • კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;
  • მაღალი პასუხიმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS Office programs: Word, Excel, Outlook, PowerPoint);
  • საოფისე ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 სთ - 19:00 სთ 
ხელზე ასაღები ხელფასი:  1,000 ლარი

თუ ხართ ენერგიული, კომუნიკაბელური და მოტივირებული, გსურთ, იმუშაოთ და განვითარდეთ დინამიურ, პროგრესზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: hr@mkdlaw.ge  2024 წლის 20 დეკემბრამდე. ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.