იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ აცხადებს ვაკანსიას მდივნის პოზიციაზე
ფუნქციები:
- შეხვედრების ჩანიშვნა განრიგის მომზადება;
- ადგილობრივი და საერთაშორისო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამისად გადამისამართება;
- ფირმის კორესპონდენციის მიღება/გაგზავნა, რეგისტრაცია და დაფაილება;
- ყოველდღიურ დოკუმენტაციასთან მუშაობა, საქმის წარმოება;
- სტუმრების დახვედრა და გამასპინძლება;
- ფირმის მენეჯმენტისა და თანამშრომლებისათვის საქმიანობში დახმარების გაწევა
- უმაღლესი განათლება
- სასურველია აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
საჭირო უნარები:
- კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების ფლობა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;
- მაღალი პასუხიმგებლობა და ორგანიზებულობა;
- დროის მენეჯმენტი და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS Office programs: Word, Excel, Outlook, PowerPoint);
- საოფისე ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 სთ - 19:00 სთ
ხელზე ასაღები ხელფასი: 1,000 ლარი
თუ ხართ ენერგიული, კომუნიკაბელური და მოტივირებული, გსურთ, იმუშაოთ და განვითარდეთ დინამიურ, პროგრესზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: hr@mkdlaw.ge 2024 წლის 20 დეკემბრამდე. ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.