პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის (მითერი) პოზიციაზე
პროკრედიტ ბანკი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში.. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანკფურტი,გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე.
პროკრედიტ ბანკ საქართველოს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში არსებულ რეიტინგებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით.
მოვალეობები:
- კლიენტების სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
- ბანკში შემოსული კლიენტების პირველადი კონსულტაციის გაწევა, მოთხოვნის განსაზღვრა და შესაბამისი გადამისამართება;
- კლიენტების დახმარება 24/7 ზონაში : ბანკომატი,სწრაფი გადახდის აპარატი;
- დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა(ჩაითვლება პრიორიტეტად);
- ყურადღება დეტალების მიმართ და ანალიზის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.
- სამუშაოს დათქმულ დროზე შესრულების უნარი;
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- გამართული მეტყველება;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.