ტელეკომპანია იმედი აცხადებს ვაკანსიას სატელევიზიო სადგურის ინჟინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ლუბლიანას N 5, თბილისი, საქართველო
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ტექნიკური განათლება, (შესაძლებელია სტუდენტი),
- ინგლისური ენის (ტექნიკური მიმართულება) საშუალოდ ან კარგად ფლობა.
- გამართული კომუნიკაციის უნარი
- მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება
უპირატესობად ჩაითვლება
- ტექნიკასთან ურთიერთობის პრაქტიკული ჩვევები და ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის გარკვეული გამოცდილება;
- ტექნიკური საშუალებების მენიუში (ლოკალურ ან დისტანციურ რეჟიმში კომპიუტერის საშუალებით) მუშაობის ზოგადი ჩვევების ფლობა;
- ტექნიკური საშუალებების ინტერფეისების (ძირითადად სატელევიზიო მიმართულებით) ცოდნა;
- სატელევიზიო სიგნალის მანძილზე გადაცემის საშუალებები, სახეობები და პრინციპები.
- თანამგზავრის საშუალებით სიგნალების გადაცემის პრინციპები.
დასაქმების შემთხვევაში კომპანია კანდიდატს სთავაზობს:
- პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას
- სტაბილურ სამუშაო გარემოს და პირობებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ტრანსპორტით უზრუნველყოფას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში;
- კორპორატიულ ტელეფონს.
სამუშაო პირობები:
- ცვლა - 2 დღეში ერთხელ მორიგეობა
- ანაზღაურება - 1100 ლარი (ხელზე ასაღები) ზრდის პერსპექტივით გამოსაცდელი ვადის შემდეგ
- ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე, სამოტივაციო წერილი მისამართზე hr@imedi.ge არაუგვიანეს 26/12/2024 წლისა გთხოვთ, ელ. წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობა მკაცრად იქნება დაცული და არ დაიშვება ინფორმაციის მესამე პირზე გადაცემა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!