გაყიდვების აგენტი

თბილისი, ბათუმი, ფოთი სრული განაკვეთი WURTH
მივლინება: არა ხელფასი: 1500
ენები: ინგლისური, გერმანული
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი
გერმანულ კომპანია "WURTH"-ს ესაჭიროება სამონტაჟო ხელსაწყოების და ავტომობილების აქსესუარების გაყიდვების აგენტი  ქ. თბილისში, ბათუმში და ფოთში.

მოთხოვნები:
  • ავტომობილის მართვის მოწმობა;
  • კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
  • სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • რეკომენდაცია წინა სამსახურიდან;

სასურველია:
  • ტექნიკური განათლება;
  • გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა;

მოვალეობები: 
  • ორიენტირებული იყოს გაყიდვების ზრდაზე;
  • მოიძიოს ახალი კლიენტები;
  • დაეხმაროს მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღებაში;
  • მოამარაგოს მომხმარებელი "WURTH"- s პროდუქციით;

კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად:
  • ანკეტების/რეზუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • წინა საგამოცდო ტრეინინგის შემდგომი ტესტირება;

ტესტირების გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატს გაუფორმდება ხელშეკრულება 2 თვით. ამ პერიოდის განმავლობაში კანდიდატის ანაზღაურება შეადგებს 1500 ლარი + 100 ლიტრი საწვავი + SIM ბარათი. ამ ხნის განმავლობაში კანდიდატი საქმიანობას აწარმოებს საკუთარი ავტომობილით.
საგამოცდო პერიოდის წარმატებისთ გავლის შემდეგ, კანდიდატი საქმიანობას გააგრძელებს კომპანიის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებით და ხელფასი დაიანგარიშება რეალიზებული პროდუქციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-დან 18:00 საათამდე;
დასვენების დღე:  შაბათ-კვირა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: info@wurth.com.ge  მოგვაწოდეთ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი, უმაშევის #1. ტელ: 224 36 30

CV ფოტო სურათის გარეშე არ განიხილება!