შეფ-მზარეული
თარიღები: 28 ნოე - 27 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება:  შეფ-მზარეული
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@originali.ge
„ორიგინალი ჯგუფი“ _  ქართული კომპანიაა 20 წლიანი ისტორიით, რომელიც  აერთიანებს როგორც რესტორნების ქსელს „ჩემო კარგოს“ სამ ფილიალს, ასევე კრაფტ ლუდი „ლუდო“-ს ნაირსახეობებს ქართულ სამზარეულოსთან ერთად.
„ჩემო კარგო“ მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს, როგორც დელივერის მომსახურებას, ასევე ბანკეტებისა და ფურშეტების სერვისს. 

გაგვიცანი უკეთ: https://www.chemokargo.ge/aboutUs

კომპანია „ორიგინალი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას შეფ-მზარეულის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : თბილისი
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
  • სამზარეულოს გამართული მუშაობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მარაგების სწორი მართვა/კონტროლი;
  • მენიუში არსებული კერძების სტანდარტიზაციის უზრუნველყოფა;
  • ხელმძღვანელობასთან ერთად მენიუს შექმნა/დახვეწა, დამუშავება;
  • სამზარეულოს სისუფთავის მუდმივი კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული და ევროპული სამზარეულოს მაღალ დონეზე ცოდნა;
  • გუნდის და დროის ეფექტურად მართვის გამოცდილება;

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი თანაგუნდელი და თვლით რომ თქვენი გამოცდილება და უნარჩვევები აკმაყოფილებს ვაკანსიის მოთხოვნებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გადმოაგზვნეთ მეილზე hr@originali.ge  და  მნიშვნელოვანია სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს „ორიგინალი ჯგუფმა“დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 თვის განმავლობაში."