სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორი
1xP PRIORITY ვიანი
თარიღები: 27 ნოე - 11 დეკ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)
ვიანი“  აცხადებს სამედიცინო შემთხვევების კოორდინატორის ვაკანსიას ქუთაისში
 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:  დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, ჯავახიშვილის #85;
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე
 
ძირითადი მოვალეობები:
  • კონტროლის განხორციელება სამედიცინო დოკუმენტაციის სისრულესა და ვალიდურობაზე;
  • პაციენტებთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მართვა;
  • პაციენტის შიდა და გარე გადაყვანის პროცესის კოორდინაცია რიგ ადმინისტრაციულ და ბილინგის საკითხებში;
  • პაციენტის გაწერის შემთხვევაში ისტორიის დახურვამდე ხარჯების შედარება პროგრამაში არსებულ მონაცემებთან, ყველა სხვა საჭირო ინფორმაციის შემდგომი გადამოწმება და დასტურის გაცემა გაწერაზე;
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს პორტალის ანგარიშგების მოდულში კალკულაციის ატვირთვა;
  • შესრულებისთვის მომზადებული დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება და შეთანხმებულ ვადებში უშუალო უფროსისთვის მიწოდება;
  • ბილინგის მოდულში შესაბამისი ოპერაციების განხორციელება;
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის  ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი;
  • ერთეულის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი პროცედურების და გაიდლაინების განხორციელების უზრულვეყოფა და კონტროლი;
  • სამუშოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია–მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელისა და კოორდინატორი მენეჯერის დავალების შესაბამისად.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
  • აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში ადმინისტრირების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
  • სახელმწიფო სადაზღვევო სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინიციპების ცოდნა;
  • ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებები საყოველთაო ჯანდაცვის და ვერტიკალური პროგრამების შესახებ;
  • კერძო სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობის დადგენილებები;
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • გუნდის მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.
 
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://vian.health/ka/career/?careerId=1234 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 დეკემბერი, 2024
 
„ვიანი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.