„სს ვიანი“ აცხადებს ვაკანსიას ქირურგიის მედდის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, ჯავახიშვილის #85;
სამუშო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
- საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
- საექთნო დოკუმენტწარმოება;
- შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა ექთნის დიპლომი;
- სასურველია 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
- სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 დეკემბერი, 2024
„სს ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.