სამედიცინო შემთხვევების ოპერატორი
1xP PRIORITY ვიანი
თარიღები: 27 ნოე - 11 დეკ
მდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო:  სხვა (სამედიცინო)
 „ვიანი“ აცხადებს  სამედიცინო შემთხვევების ოპერატორის ვაკანსიას ქუთაისში . 
სამუშაოს ადგილმდებარეობა:დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, ჯავახიშვილის #83
სამუშო გრაფიკი:  8 საათიანი 5 სამუშაო დღე 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პაციენტებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; 
  • პაციენტთა ისტორიის დამუშავება როგორც პროგრამულად, ასევე დოკუმენტობრივად; 
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მონაცემების შეყვანა და დამუშავება მოთხოვნისამებრ; 
  • დაინტერესებული პირების დროულად და ამომწურავად ინფორმირება და მიმართულების მიცემა შესაბამის საკითხებზე; 
  • შემოსულ სატელეფონო ზარებზე რეაგირება, გადამისამართება ადრესატებთან და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება მოთხოვნისამებრ; 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც; 
  • უპირატესობა მიენიჭება ჯანდაცვის მართვის ან სამედიცინო მიმართულებით უმაღლეს განათლებას; 
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ - საოფისე პოზიციაზე არანაკლებ 6 თვისა; 
  • სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა. 
 
პიროვნული კომპეტენციები/უნარები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური  მუშაობის უნარი; 
  • კომუნიკაბელურობა. 
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 11 დეკემბერი , 2024 
 
დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1236 
„ვიანი“   მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.