„სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი“ აცხადებს შერჩევას სტუდენტურ საქმეთა მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი -პარასკევი, 10:00- 19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, კალისტრატე ქუთათელაძის #3
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
- სტუდენტებთან ურთიერთობისა და სტუდენტური სერვისების განვითარების საუნივერსიტეტო სტრატეგიის შემუშავება/განახლება;
- სოციალური, კულტურული, გასართობი და სხვა სახის აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, უნივერსიტეტის მისიის და სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე;
- ყოველწლიურად სტუდენტურ ღონისძიებათა და სტუდენტური სერვისების კალენდრის მომზადება;
- სტუდენტთა კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- სტუდენტების დასაქმებისთვის საჭირო ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- სტუდენტებისათვის პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის მიზნით პოტენციური დამსაქმებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება და სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- მუდმივი კვლევა და ანალიზი სტუდენტების საჭიროებების და მოთხოვნების, მათთან რეგულარული შეხვედრების ორგანიზებით, გამოკითხვების ჩატარებით და სხვა შესაბამისი მეთოდების გამოყენებით;
- მრავალფეროვანი სტუდენტური პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნების და სტუდენტების პოტენციალის მაქსიმალურად ხელშესაწყობად;
- სტუდენტების მოტივირება და მხარდაჭერა სხვადასხვა იდეების გენერირებასა მათ განხორციელებაში;
- სტუდენტთა კმაყოფილების კვლევა და შედეგების ანალიზი;
- ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევა სტუდენტებისთვის;
- ხელი შეუწყოს სტუდენტების მონაწილეობას სხვადასხვა სტუდენტურ თუ აკადემიურ ღონისძიებებში;
- პირველკურსელების, მობილობით გადმომსვლელი ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტების ადაპტაციის პროგრამის შემუშავება;
- კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის შენარჩუნების, მათი სტუდენტურ და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართულობის სტრატეგიის, მიდგომების შექმნა და განხორციელება;
- უნივერსიტეტში მიმდინარე აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესში მონაწილეობა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- სტრატეგიული მიზნების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება/გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ( სასურველია მაგისტრის ხარისხი);
- სტუდენტებთან, ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება;
- ღონისძიებების/ პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა (B2);
- საგნამათლებლო სფეროში მუშობის გამოცდილება (სასურველია);
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
პიროვნული უნარები/თვისებები:
- ადამიანების და პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
- პრობლემური საკითხების მართვის უნარი ;
- ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების უნარი;
- გუნდის მართვისა და გუნდში მუშაობის უნარი;
- გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sabauni.edu.ge და სათაურის ველში მიუთითეთ „სტუდენტურ საქმეთა მენეჯერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებთ თქვენი კანდიდატურის განხილვას. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 11 დეკემბერი.
აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია, თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.