კორპორატიული ბანკირი

თბილისი სრული განაკვეთი ბანკი ქართუ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: კორპორატიული ბანკირი
პოზიცია: კორპორატიული ბანკირი
დეპარტამენტი: კორპორატიული საბანკო მომსახურების დეპარტამენტი, კორპორატიული ბიზნესის მომსახურების განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დამთავრების თარიღი: 25 დეკემბერი 2024 წელი
 
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს კორპორატიული ბანკირის ვაკანსიას კორპორატიული ბიზნესის მომსახურების განყოფილებაში.
 
ფუნქციები და მოვალეობები:
  • კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება და მაღალი ხარისხით მომსახურება;
  • პოტენციური კლიენტების მოზიდვა, საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
  • კორპორატიული კლიენტების საკრედიტო განაცხადების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მოძიება;
  • ანალიტიკოსთან ერთად კლიენტის განაცხადის საფუძველზე პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტზე განსახილველად;
  • სესხის გაცემისთვის სრულყოფილი დოკუმენტაციის მომზადება და სესხის გაცემის დადგენილი პროცედურების უზრუნველყოფა;
  • საკუთარი საკრედიტო პორტფელის მართვა და ანალიზი; შესაბამისი ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისათვის;
  • კლიენტების მოთხოვნის საფუძველზე ბანკის საოპერაციო პროდუქტების სრული სპექტრით უზრუნველყოფა;
  • კლიენტის დახმარება საბანკო მომსახურებისას წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარების მიზნით;
  • არასტანდარტულ მოთხოვნებზე გადაწყვეტილებების მომზადება და შესაბამისი კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (საბანკო/საფინანსო/მენეჯმენტის/ეკონომიკური განხრით);
  • საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება ფინანსების განხრით;
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა, ბიზნეს კომუნიკაციის წარმოების უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილად, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური უნარები);
  • Excel  სრულყოფილი ფლობა;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი, ორგანიზებულობა, გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
  • ინიციატივიანობა, კრეატიულობა, ზრუნვა თვითგანვითარებაზე;
  • გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოგზავნონ ელექტრონულად მისამართზე:  vacancy@cartubank.ge
წარმოდგენილი განაცხადებიდან მხოლოდ ბანკის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. 

გისურვებთ წარმატებას!