მოლარე
2xP PRIORITY სავალუტო პუნქტი
თარიღები: 27 ნოე - 26 დეკ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1300
ბუღალტერია/ფინანსები:  მოლარე (ბუღალტერია)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: career@bet25.com
სავალუტო პუნქტი აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, პეკინის გამზირი №41
სამუშაო განაკვეთი: 1 დღე 09:00 -09:00/ 2 დღე დასვენება
უშუალო ხელმძღვანელი: სალაროს მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1300 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავალუტო ოპერაციების წარმოება სამუშაო პროცედურის შესაბამისად;
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის ლიმიტების კონტროლი;
  • სალარო ოპერაციებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
  • კომპეტენციიდან გამომდინარე მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • მომხმარებლისათვის სრულყოფილი და ხარისხიანი მომსახურების გაწევა;
  • კომპანიის AML პოლიტიკისა და ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (აუცილებელია);
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

შერჩევის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სავალუტო პუნქტის მოლარე" .
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.